შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ
ომხრივი შეთანხმება, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას უწყობს ხელს. მას საფუძვლად უდევს მრავალპარტიული დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების საერთო ვალდებულებები. იგი პოლიტიკური კავშირების მეტად განვითარებას, ვაჭრობისადმი ხელშეწყობას, საქართველოში მიმდინარე რეფორმათა მხარდაჭერასა და საქართველოში იმ აუცილებელ პირობათა შექმნას ემსახურება, რომელებმაც, შეიარაღებასა და თავდაცვის სფეროთა გარდა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავება უნდა უზრუნველყონ შემდეგი ათი წლისა და უფრო ხანგრძლივი პერიოდისათვის.
Source: შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ (PCA), - მომზადებულია ევროკომისიის მიერ თარგმნილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»